
იძულებით ან ფულის სანაცვლოდ "ოცნების" მხარდამჭერ აქციაზე მობილიზებული ხალხის გარდა თავისუფლების მოედანზე მრავლად იყვენენ საჯარო მოხელეები მათ შორის ისეთი უწყების წარმომადგელები, რომელთა სტატუსი ნეიტრალიტეტს მოითხოვს.
მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით ოცნების აქციის დროს პარალიზებული იყო რამდენიმე საარჩევნო უბანი. მიუხედავად იმისა რომ კომისიის წევრებს საარცევნო კანონმდებლობით ეკრძალებათ მანიფესტაციაში მონაწილეობის მიღება, კომისიის წევრები სამსახურის ნაცვლად სწორედ ოცნების აქციაზე იმყოფებოდნენ. ფაქტები გაასაჯაროვა ოპოზიციამ, თუმცა ცესკოს ტავმჯდომარე დამატებით მტკიცებულებებს ითხოვს.
ვაზისუბნის 64-ე საარჩევნო უბანი გუშინ ცარიელი იყო. ადგილზე არც საუბნო კომისიის თავმჯდომარე, არც მისი მოადგილე და არც მდივანი არ იყვნენ - ამ ინფორმაციას 64-ე უბანზე მყოფი საოლქო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წარმომადგენელს უდასტურებს.
როგორც ირკვევა, მმართველი გუნდის მიერ სრული მობილიზების გამოცხადების შემდეგ, კომისიის ნეიტრალური წევრები, რომლებსაც საარჩევნო კანონდებლობის თანახმად, მანიფესტაციებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ, თავისუფლების მოედანზე სწორედ „ოცნების“ ორგანიზებულ აქციას დაესწრნენ.
არჩევნებამდე ორი დღით ადრე ქართული ოცნების ორგანიზებული აქციით ცხადი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის დოკუმენტს კიდევ ერთხელ გადაუხვია - პროფესიული ნიშნით შერჩეული საუბნო კომისიის წევრები რეალურად მმართველი პარტიის მხარდამჭერები აღმოჩნდნენ.
იხილეთ ასევე: