"იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას" - ნიკა გვარამია Ipsos Global-ზე

გამოქვეყნდა:

"იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა განმარტებას", - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს.

სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია მთავარი თავისი დიდი ხნის კეთილსაიმედო პარტნიორი კომპანიის Ipsos Global-ის პოზიციას პირველად ისმენს ქართული ოცნების მიერ გამართულ ბრიფინგზე. იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას და ეს ინციდენტი ამით ამოიწურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარი არხი საკუთარ პოზიციას ხვალ 12 საათზე გააცნობს საზოგადოებას, - წერს ნიკა გვარამია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი