კერძო კლინიკაში სათანადოდ ვერ დაიცავენ - ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"შიმშილობაც ორგანიზებული აქვს, ყველაფერი თავის მოკლე ჭკუით დალაგებული აქვს, გეგმა აქვს, რომ რამენაირად, ჩვენ გადავიყვანდით კერძო კლინიკაში. მოგეხსენებათ, კერძო კლინიკაში არავითარი პირობა არაა, ჯერ ერთი უამრავი პაციენტია, კოვიდია, უამრავი მიმსვლელია და უამრავი სამოქალაქო პირი ტრიალებს. არავითარი უსაფრთხოების ზომები არაა დაცული. იქ სახელმწიფო და სპეციალური სამსახურები ვერ განახორციელებენ სათანადო დონეზე მის უსაფრთხოებას და სხვების უსაფრთხოებას.

გეგმა არის შემდეგი, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებენ, 4-5 ათასი კაცის მოყვანას, 10 000 კაცის მოყვანას შეძლებენ და ჩვენ მოგვიწევდა მუდმივი ჯაჯგური, ქაოსი, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, მანდაც იგივე პროვოკაციას გააკეთებენ, შეიძლება რამდენიმე კაციც მოკლან. ეს არის თეორიული, ერთადერთი გიჟური სცენარი. ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანა უნდა ამით". 

- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი TV იმედის ეთერში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი