არ იყო გამორიცხული, 2 ოქტომბერს, ოპოზიციის აქციაზე, ნიკა გვარამია მოეკლათ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2 ოქტომბერს, "ნაციონალური მოძრაობა" თავისივე თანაპარტიელების მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან TV იმედის ეთერში ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ამ დღეს, "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც მოეკლათ.

მისი თქმით, 2 ოქტომბერს, ჯერ კიდევ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე, ენმ მხარდამჭერების რუსთაველის გამზირზე გამოყვანას გეგმავდა, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდებოდა, მის დასაკავებლად მივიდოდნენ სამართალდამცავები და დაპირისპირება დაიწყებოდა...

...ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა პირდაპირ დაპირისპირებას, პოლიციას მოუწევდა სპეცნაზის გამოყენება, მათ შორის სპეციალური საშუალებების გამოყენება... და აქ ვარაუდი, გათვლა იყო, შიგნიდან ინფორმაცია რაც გვაქვს, რომ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ოპოზიციური ლიდერის და არ მინდა გვარები ვთქვა, სპეკულაცია რომ არ გამოვიდეს, მკვლელობა პირდაპირ. წარმოიდგინეთ, რომ არჩევნების შედეგები არ არის გამოცხადებული, მსოფლიო შოკში ჩავარდებოდა, რომ ეს მოხდა, დარბევა, ეს ყველაფერი, დაკარგავდა მთავრობა ლეგიტიმურობას და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა არჩევნების ლეგიტიმურობა. შემდეგ, იყო გეგმა რომ აიღებდნენ ცესკოს შენობას, პარლამენტის შენობას, კანცელარიის შენობას და სრულ ქაოსში გაეხვეოდა ჩვენი ქვეყანა, - ამბობს ღარიბაშვილი. 

წამყვანის შეკითხვას, რომ არ ეხებოდა ეს ნიკა გვარამიას, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სუს-მა გაავრცელა, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა - "არ არის გამორიცხული. მე არ მინდა, გამოძიების დეტალებში შევიდე, ჩემი პრეროგატივა არ არის, მაგრამ ყველა სცენარი და ვერსია არის ლეგიტიმური". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი