ღარიბაშვილის, კობახიძის, გუნდის განცხადებები ყოველთვის იქნება ისეთი, რომ შეიძლება ​გეტკინოთ - მაჭარაშვილი ჟურნალისტებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი თვითმკვლელობასთან დაკავშირებით პრემიერის გუშინდელი განცხადების შინაარსს იზიარებს და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ის თქვა, რასაც გუნდი უკვე დიდი ხანია ამბობს.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, არ მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი სახელმწიფოს დღის წესრიგში პრიორიტეტულია. 

"მე საერთოდ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი სახელმწიფოს დღის წესრიგში პრიორიტეტებში არ დგას. ღარიბაშვილმა თქვა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ამდენი ხნის განმავლობაში, სიტყვები შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ შინაარსი არის ერთი და იგივე. კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს პროტესტის უფლება, მათ შორის შიმშილობის, რთულად გამოხატული შიმშილობის ფორმა შეუძლია თავად აირჩიოს. თქვენ შეიძლება გარკვეული ინტერპრეტაციები გინდოდეთ, მაგრამ უნდა შევეგუოთ იმას, რომ პრემიერ ღარიბაშვილის, პარტიის თავმჯდომარის, ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრის განცხადებები ყოველთვის იქნება ისეთი, რომ შეიძლება თქვენ გეტკინოთ, მაგრამ საზოგადოებისთვის იქნება გასაგებია და რაც ყველაზე მთავარია, სამართლიანი", - თქვა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას თქვა, რომ "ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი