ღიად თქვა ღარიბაშვილმა სააკაშვილზე, მოკვდესო - ელენე ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია პრემიერის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ღიად თქვა, "მოკვდესო". 

"ღიად თქვა ღარიბაშვილმა სააკაშვილზე მოკვდესო. პოლიტიკურად ყველაფერი გასაგებია. აი კანონში სად ნახა მიბრძანდით იკალით თავიო ეგ არ ვიცი. ბევრ ქვეყანაში კანონით თვითმკვლელობა ჯარიმით ისჯება. ესეიგი ამხელა განცხადებას აკეთებს და იქაც ტყუილზე და უვიცობაზე დაფუძნებულს", - წერს ელენე ხოშტარია. 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომელიც უკვე 29-ე დღეა შიმშილობს თქვა, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება და თუ ადამიანი გადაწყვეტს რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი