„ცხოველების ფერმის“ საჰაერო ბუშტები მთავრობის ადმინისტრაციის თავზე - "ევროპული საქართველოს აქცია-პერფორმანსი 

გამოქვეყნდა:

„ევროპული საქართველოს" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან არჩევნების მეორე ტურის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს. 

მათ ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ თემაზე შექმნილი საჰაერო ბურთები გაუშვეს და ამ ფორმით ქვეყანაში არსებული ავტოკრატიული მმართველობა გააპროტესტეს.

„ევროპული საქართველოს" პოზიციაა, რომ ხვალ გვაქვს შანსი შევამციროთ ის უზარმაზარი საფრთხე, რასაც ივანიშვილი რეჟიმი ჩვენს ქვეყანას უქმნის. ხვალ შეგვიძლია იმ უფსკრული პირიდან ოდნავ უკან გამოვიწვიოთ. ასევე, ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყველა მომავალი მთავრობებისთვის, რომ როდესაც ასე დაუპირისპირდები ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ასე ფეხებზე დაკიდება მოქალაქეებს, ამისთვის ისინი დაგსჯიან არჩევნებზე პოლიტიკურად. ეს ორი ურთიერთდაკავშირებული ამოცანა შეიძლება ხვალ შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი საფრთხეები უფრო იზრდება, რადგან ეს რეჟიმი ყველასთვის ნათელია, რომ ყველაფერზე წამსვლელი ხალხია ძალაუფლებისთვის და ამისთვის მზად არიან შესწირონ ქვეყნის ყველაზე ფუნდამენტური საკითხები, დათესონ იმ ტიპის შუღლი, ზიზღი და ძალადობა, რომელიც დიდი ხნით გადაიყოლებს ჩვენი ქვეყნის შანსებს, რომ თავისუფალი და ნორმალური ქვეყანა ვიყოთ. ხვალ არ ხდება ერთი მთავრობის მეორით ჩანაცვლება, ხვალ უბრალოდ ხდება ამ რეჟიმის ჩარჩოში მოქცევა და დაძვრა იმ პროცესის, რომ მისი შემდგომში ჩანაცვლება ვადამდელი არჩევნებით ისე უნდა მოხდეს, რომ არავის ხელში ერთპიროვნული ძალადობა აღარ იყოს", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი