"ყველაზე თავაშვებული ტერორისტიც კი არ საუბრობს მკვლელის ტერმინოლოგიით" - ხერხეულიძე

გამოქვეყნდა:

მათ,ვისაც ამ დრომდე არ მიგიღიათ გადაწყვეტილება წახვიდეთ თუ არა არჩევნებზე,იხელმძღვანელეთ ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადებით - წერს ენმ-ს დეპუტატი ეკა ხერხეულიძე და ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება:

"ვერ ნახავთ სხვა ქვეყანას,სადაც პირველი პირები საკუთარ ხალხს თვითმკვლელობის კანონიერებაზე ელაპარაკებოდნენ.

ყველაზე თავაშვებული ტერორისტიც კი არ საუბრობს მკვლელის ტერმინოლოგიით,გაცხადებული ღია ზრახვებით.

მმართველი რეჟიმი არის ჩვენი საზოგადოების ყველაზე უნიჭო,გაუნათლებელი,დაუნდობელი და საშიში ადამიანებით დაკომპლექტებული კასტა.

მათი ხელისუფლებაში დატოვება ნიშნავს დიდი ხნით ამ ქვეყანაში არჩევნების უფლების წართმევას,სიკვდილის დაკანონებას,განსხვავებული აზრის დევნას და პატიმრობას,ქვეყნის დაცარიელებას,სიღატაკეს და რაც მთავარია,სახელმწიფო იდეოლოგიის ჩამოშლას.

შესაძლოა არ მოგწონდეთ,უკეთესის სურვილი გქონდეთ,ეს ნორმალურია,მაგრამ თქვენი არჩევნებზე არ მისვლით,ძალაში ტოვებთ ყველაზე ვერაგ მტერს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე.

როდესაც წინა ხელისუფლებას ამ რეჟიმით ცვლიდით,ამბობდით-"თუ არ მოგვეწონება,გადავირჩევთ"..გამოცდილებამ დაგვანახა,რომ რეჟიმები არჩევნევნებით არ ტოვებენ მმართველობას.გამოცდილებამ ისიც გვაჩვენა,რომ წინა ხელისუფლებამ საარჩევნო უბნების დახურვისთანავე აღიარა მარცხი და ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა გამარჯვებულს.

არ მოგწონვართ?- ჩვენი გადარჩევა შესაძლებელია,მოძალადეების კი არა.

ისინი თქვენი არჩევნებზე მიუსვლელობით თქვენსავე სურვილებს გადაარჩევენ და არავინ აღარასდროს არ გკითხავთ რა მოგწონთ.

მიდით არჩევნებზე,თქვენივე არჩევანის უფლების შენარჩუნებისთვის" წერს ეკა ხერხეულიძე

ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს... - ეს განცხადება პრემიერმინისტრმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას "იმედის" ეთერში გააკეთა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი