მეორე ტურის წინ, კვლავ ბუნდოვანი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის - ISFED

გამოქვეყნდა:

სამართლიანმა არჩევნებმა 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც:

მეორე ტურის წინაასარჩევნო პერიოდში კვლავ ბუნდოვანი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის.

კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ ატვირთულა 3200-დან 300-ზე მეტი საარჩევნო უბნის ხმის დათვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში შედარებით მეტად გაკეთდა აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინსტერსებზე.

კვლავ დაფიქსირდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების, სოციალური ქსელით აგიტაციისა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის რამდენიმე ფაქტი - ნათქვამია ანგარიშში.

ვრცლად ISFED-ის ანგარიში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი