
2021 წლის 1 იანვრიდან 25-მა პოლიტიკურმა პარტიამ ჯამში 23 227 322 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 71% - 16 585 660 ლარი „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა - კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს.
მათივე მონაცემებით, მეორე იყო პარტია „ლელო” 2 330 556 ლარით, ხოლო მესამე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2 212 912 ლარით.
მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს ჯამში დაახლოებით 155 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 6 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს.
ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში 3 მლნ ლარამდე გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ.