
მწერალი ლევან ბერძენიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის არაჰუმანურ განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ფეისბუქით ეხმაურება და წერს
"ე.წ. “პრემიერის” მაქსიმა თვითმკვლელობაზე — ტესტია. ამის შემდეგ ვინც 41-ს შემოხაზავს, ლატენტურ კაციჭამიობას აღიარებს. აბა, თქვენ იცით, გიყვარდეთ თქვენი ბრძენი მამა და მისი ერთგული მოციქული. “არა კაც კლა” არა ისა… დაიჭირე, მოკალი, შეჭამე!" წერს ლევან ბერძენიშვილი
ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს... - ეს განცხადება პრემიერმინისტრმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას "იმედის" ეთერში გააკეთა.