2018 წლის 17 დეკემბერს გლდანის ციხეში 40 დღიანი შიმშილობის შედეგად გიორგი ფასიეშივლი დაიღუპა. იუსტიციის სამინისტრო 40 დღის განმავლობაში მალავდა ფაქტს, რომ პატიმარი პროტესტის ნიშნად შიმშილობდა და საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებდა. ოჯახისა და უფლებადამცველების პროტესტის გამო კი იძულებული გახდა, განცხადება გაევრცელებინა.
34 წლის გიორგი ფასიეშვილი 2017 წელს სამართალდამცველებმა გიორგი თავართქილაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა თავად ბრალდებული ამტკიცებდა, რომ მისი განზრახვა მკვლელობა არ ყოფილა და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თავართქილაძეს მხოლოდ დაზიანება მიაყენა.
ამის გამო ფასიეშვილი ბრალის გადაკვალიფიცირებას მოითხოვდა და მისი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის გამო მან შიმშილობა დაიწყო. პენიტენციურმა სამსახურმა მისი პროტესტი სერიოზულად არ აღიქვა და ბრალდებული კლინიკაში მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანა, რაც უკიდურესად დამძიმდა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მომხდარის გამო არავინ დასჯილა და ახლა კამერებთან საუბარს აზრი არ აქვს, რადგან მომხდარზე გამოძიების იმედი არ აქვთ.
როგორც ჩანს ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის მოშიმშილე მსჯავრდებულების მდგომარეობა მნიშვნელოვანი არ არის. ხელისუფლება ამას უკვე ღიად ადასტურებს მესამე პრეზიდენტის მიმართაც, რომელიც უკვე 29-ე დღეა შიმშილობს და კონსილიუმის რეკომენდაციის გათვალისწინების ნაცვლად, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება სამოქალაქო კლინიკაში უნდა მოხდეს, პრემიერმინისტრი ამტკიცებს რომ თუ მესამე პრეზიდენტს ტავის მოკვლა სურს ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა.