შიმშილობის 29-ე დღე | მიხეილ სააკაშვილის ბოლო გზავნილი არჩევნების წინ

გამოქვეყნდა:

ბოლო გზავნილი არჩევნების წინ - პოლიტიკური პატიმარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მოსახლეობას მიმართავს.

მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ყველას ჩაერთონ ხვალინდელ არჩევნებში და გადაწყვიტონ მისი სიკვდილ-სიცოცხლის და საქართველოს მომავლის ბედი. ამ შემართებით მესამე პრეზიდენტი უკიდურესი პროტესტის რეჟიმში რჩება და საბოლოოდ უარს ამბობს სამედიცინო დახმარების მიღებაზე.

ყველა ვინც დღეს ციხეში სააკაშვილი მოინახულა აღნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა რადიკალურად გაუარესებულია. მათ შორის არიან უკრაინელი დეპუტატებიც, რომლებიც სააკაშვილთან რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს. ქართველ თანამებრძოლებთან ერთად მესამე პრეზიდენტს სრულ მხარდაჭერას უკრაინელი პოლიტიკოსებიც უცხადებენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი