ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ის ორი მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც გუშინ, ლოპანის ტყის მიმდებარედ, ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.
ინფორმაცია "მთავარს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ზაზა მელიქიშვილი და ვალერი გაგნიძე საოკუპაციო ძალებმა ცენტრალურ ხელისუფლებას ცოტა ხნის წინ, ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
"ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა. აქტიურდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად",-აცხადებენ სუსში.