"ოცნება" კლავს! | ხელისუფლების გაცხადებული გეგმა და მოშიმშილე პრეზიდენტი ციხეში

გამოქვეყნდა:

ოცნება კლავს! ხელისუფლების გეგმა გაცხადებულია. ოლიგაქრიული რეჟიმი მზად არის გაწიროს მოშიმშილე პრეზიდენტი, თუ ამას ძალაუფლების შენარჩუნების ფასი ექნება. ხელისუფლება კანონის ჩარჩოებს უკვე დიდი ხანია გასცდა და ახლა პოლიტიკურად გაკოტრებული გუნდისთვის დემოკრატიული ღირებულებები მეორე პლანზეა და წითელი ხაზებიც გაფერმკრთალებული.

ჰუმანიზმისგან სრულიად დაცლილი პრემიერი მორიგი გამაოგნებელი განცხადების ავტორი გახდა, როდესაც თქვა რომ  კანონი არ კრძალავს თვითმკვლელობას და ხელისუფლება ამ საქციელზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. სამართლებრივი სიბეცე და არაადამიანური დამოკიდებულების პიკი - სწორედ ასე შეფასდა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერის განცხადება. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი