რეპრესიები პოლიტიკური ნიშნით | "ოცნების" მიერ მართულმა შსს-მ სამეგრელოში კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი დააკავა

გამოქვეყნდა:

სამეგრელოში "ქართული ოცნების" მართულმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი დააკავა. მისი ადვოკატი ამბობს, რომ კონკრეტულად სად არის გადაყვანილი არ იცის და მის პოვნას ვერ ახერხებს. თავდაპირველად მას უთრხრეს, რომ ჯანაშია ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა ადვოკატს განუცხადეს, რომ ამირან ჯანაშია იქ არ ჰყავთ.

ამირან ჯანაშია პოლიციის პოლკოვნიკი და 2012 წელს ზუგდიდის ციხის დირექტორი იყო. ის თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა. თანამებრძოლების ცნობით, ჯანაშია სენაკთან გააჩერეს, იარაღი ჩაუდეს და სავარაუდოდ, იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.

ადგილობრივი ოპოზიცია და სამართალდამცველები, რომლებიც ბოლო დღეების პროტესტს შეუერთდნენ აცხადებენ, რომ ჯანაშია ერთ-ერთია იმ პოლიციელებს შორის, ვისაც "ქართული ოცნება" პოლიტიკური მოტივით დევნის.

"ეს არის იმის გაგრძელება, რაც დააანონსა უსინდისო პრემიერმინისტრმა და განახორციელეს ლექსო რაფავას შემთხვევაში. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მათ აქვთ თადარიგის ოფიცრების სია და ამ სიის მიხედვით განახორციელეს ჯანაშიაზე იგივე",- ამბობს თენგიზ გუნავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის მთავარისამართველოს ყოფილი უფროსი.

ოპოზიციის წევრები ამბობენ,რომ ამირან ჯანაშია საკმაოდ აქტიური იყო არჩევნებზე და მან საკუთარ სოფელ რუხში, "ოცნების" 500 ხმით დამარცხება შეძლო. ენმ-ის წევრი აკო მინაშვილი ამბობს, რომ "ეს არის შურისძიების კლასიკური მაგალითი. აშკარად იარაღი ჩაუდეს ადამიანს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არც იარაღი აქვს არც რაიმე უკანონო."

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ჯანაშიას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდა. "ჩაუდეს, როგორც ის პოლიციელი რომ იყო, არ უნდათ ამათ და იმიტომ დაიჭირეს. დაუდეს იარაღი და ვსო."

ცნობისთვის, ადვოკატი ამ დრომდე ცდილობს, რომ ამირან ჯანაშიას შეხვდეს და მისგან დაკავების დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდოს.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი