ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო თაღლითობას აგრძელებს - მოშიმშილე პრეზიდენტზე, ოპოზიციურ კოალიციასა და განსხვავებული აზრის მქონე ამომრჩეველზე თავდასხმის გარდა, პრემიერი ცდილობს, მიითვისოს ის წარმატებები, რომლებსაც საფუძველი ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ჩაეყარა".
სამხედრო წარმოება, რომლის განადგურებასაც ივანიშვილის კლანი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ცდილობდა, ახლა მთავრობის მეთაურის სიამაყის საგანია.
ღარიბაშვილმა დღეს საწარმო დელტა დაათვალიერა და საკუთრ მიღწევად გაასაღა ყველაფერი, რისი გაკეთებაც ამჟამად დევნილი და პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო მოხელეების ხელისუფლებაში ყოფნისას დაიწყო.