
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
ცინიკურად და უემოციოდ რომ ვთქვათ, უნდა გვახსოვდეს, რომ ხვალ ჩვენ თვითონ ვწყვეტთ ჩვენი სამშობლოს აწმყოსა და მომავლისთვის, ასევე ისტორიული თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის საკითხს:
ჩვენი აქტიურობით გავათავისუფლებთ და სიკვდილისგან გადავარჩენთ მიშას, თუ ჩვენი პასიურობით ციხეში დავტოვებთ და სასიკვდილოდ გავიმეტებთ.
მოდით არჩევნებზე და შემოხაზეთ ოპოზიცია!, - წერს ნიკა გვარამია.