
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნონა მამულაშვილს მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ციხეში მანამდე არ დაუშვებს, სანამ ის და მისი თანაშემწეც პარლამენტის თანამშრომლებს ბოდიშს არ მოუხდიან.
კუჭავა ამბობს, რომ სხვა არცერთ დეპუტატზე შეზღუდვა არ აქვს.
"არც ერთ ნაციონალური მოძრაობის წევრზე შეზღუდვა არ გვქონია, ერთადერთი რაზეც შევთანხმდით მათთან არის ის რომ მაწვდიან სიას და ამ სიის მიხედვით ვახდენ მათზე უფლების დაშვებას. ნონა მამულაშვილი ამ სიაში არ წერია და თუ შიდადაპირისპირება აქვთ, მე არ მადარდებს. ნონა მამულაშვილთან მე რაც მაქვს პრობლემა, როცა მოდის პარლამენტში და თანამშრომლებს თვითონ, თავის თანაშემწესთან ერთად აყენებს წარმოუდგენელი სიტყვებით შეურაცხყოფას, არ ვიცი, ჩემი აზრით უბრალოდ სამარცხვინოა დეპუტატისგან მსგავსი საქციელი იქ სადაც მუშაობს მითუმეტეს. [...]
არ დავუშვებ, სანამ არ მოუხდის მათ ბოდიშს და მე არ ვთხოვ საჯარო ბოდიშს, მივიდეს და მოუბოდიშოს ის საქციელი მან და მისმა თანაშემწემ რაც იკადრეს, საერთოდ არ მაინტერესებს ვინ შევა, ვინ არა", - თქვა კახა კუჭავამ.
ცნობისთვის, ნონა მამულაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას 1 ოქტომბრის შემდეგ ითხოვს და ამბობს, რომ კუჭავა ნებართვას არ აძლევს