სცენა ღია ცის ქვეშ - სუხიშვილების გამოსავალი პანდემიის პერიოდში

გამოქვეყნდა:

''სუხიშვილებმა'' პანდემიის პერიოდში გამოსავალი მოძებნეს და ნაფეტვრებში, ღია ცის ქვეშ კერძო სცენა გააკეთეს. ამის შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა გადაცემაში ''დღის სტუმარი'' ისაუბრა.

წლებმა გვაჩვენა, რომ არავის იმედი არ უნდა გქონდეს და არავის დახმარებას არსაიდან არ უნდა ველოდოთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სახელმწიფო დასი კერძო სცენაზე ვამუშაოთ, - ამბობს ნინო სუხიშვილი.

ნინო სუხიშვილი ამბობს, რომ კონცერტების გამართვას ზაფხულში აპირებენ. როგორც იგი აღნიშნავს, სცენა ამ ეტაპზე მხოლოდ სარეპეტიციოდ გამოდგება, რადგან ფინანსური სირთულეებიდან გამომდინარე ის დასრულებული არ არის. რაც შეეხება რეპეტიციებს, მოცეკვავის თქმით, შეზღუდვებს დაიცავენ, თუმცა პირბადით და კონდიცირების გარეშე ცეკვა შეუძლებელია, სწორედ ამ მიზეზით გადადიან ისინი ღია ცის ქვეშ რეპეტიციებზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი