გაერთიანებული ოპოზიცია პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს არ განიხილავს

გამოქვეყნდა:

გიორგი ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ერთიან საპრემიერო კანდიდატურად არ განიხილება - ამის შესახებ დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა განაცხადეს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს შემოდგომის არჩევნებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე ისაუბრა. ისინი სამუშაო პროცესის თბილისს გარეთ, რეგიონებში გადატანასაც გეგმავენ.  

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განხილულა არც წარსულში, არც დღევანდელ შეხვედრაზე და არც მომავალში არ განიხილება, - თქვა მურმან დუმბაძემ

''ძალა ერთობაშიაში“ შემავალი პარტია ეროვნულ-დემოკრატების ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, გაერთიანებას ერთიანი, რელისტური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ეყოლება.

„ძალა ერთობაშია“ აქტიურადაა ჩართული საარჩევნო პროცესებში. ჩვენ ვმუშაობთ ველზე და ვმუშაობთ შტაბშიც. რესურსებს ვაძლიერებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ბიძინა ივანიშვილი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია გვაქვს, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

გაერთიანებული ოპოზიცია ერთ-ერთი ლიდერის მამუკა გამყრელიძის განცხადებით, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე არ განხილულა და ამ თემის გაჟღერება მხოლოდ თაკო ჩარკვიანის პირადი ინიციატივა იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი