იტალიაში, 36 წლის ვახო ჯოხაძის გარდაცვალების დეტალებზე ქართველი ემიგრანტები საუბრობენ და ამბობენ, რომ ჯოხაძე იტალიელი სამართალდამცველების ძალადობის მსხვერპლი გახდა. მათი ინფორმაციით, ჯოხაძეს საემიგრაციო სამსახურში 14 იანვარს სასტიკად გაუსწორდნენ. ჯოხაძე პოლიციის შენობაში სამი თვე იმყოფებოდა და თანახმა იყო საკუთარი ხარჯებით შეეძინა ბილეთი და დაეტოვებინა ქვეყანა, თუმცა იტალიელმა სამართალდამცველებმა მას ამის უფლება არ მისცეს.
დაპირისპირების დროს საემიგრაციო განყოფილებაში სპეცრაზმი იყო შესული და ჯოხაძე სხვა მოქალაქეებთან ერთად მათ სცემს, ამის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით ჯოხაძეს საემიგრაციო სამსახურში ტელეფონი მოპარეს და როდესაც მან საკუთარი ნივთის დაბრუნება მოითხოვა, კონფლიქტიც ამას მოჰყვა.
ქართველი ემიგრანტები იტალიაში საქართველოს საელჩოს მხრიდან სრულ უყურადღებობაზე საუბრობენ:
სასამართლოზე უთქვამს, რომ მისი ტელეფონი აიღეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით მისთვის ტელეფონი უნდა დაებრუნებინათ და თანამშრომლებმა ეს ვერ აიტანეს ამ ბიჭის გამართლება და ალბათ ცემაში შემოაკვდათ. დღეს დავრეკე საქართველოს საელჩოში...საელჩო საერთოდ არანაირ რეაგირებას არ აკეთებს" აცხადებს იტალიაში მცხოვრები ქართველი "მთავართან" საუბარში
სახაზინო მოსამართლე ჰყოლია აყვანილი და გაიმარჯვა მაგრამ არ უშვებდნენ და ეხვეწებოდა მე ვიყიდი ბილეთს და გამიშვითო. ეს ბიჭი რატომ მოკლეს ვერ გავიგე. საავადმყოფოში რომ იწვა დაურეკია იმ ოჯახში , რომ მიშველეთო, მკლავენ, მთიშავენ რაღაც წამლებს მიკეთებენო...გვამის გადამალვის მიზნით სერბეთში უნდოდათ გადაყვანა, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად სიმართლეს შეესაბამება, რომ თავისი საზღვრებიდან გაეშორებინათ" აცხადებს ქართველი ემიგრანტი ნატალია კუჭავა "მთავართან" სატელეფონო საუბარში.
იტალიაში მცხოვრები ქართველები ვახო ჯოხაძის გარდაცვალების გამოძიებას ითხოვენ და ზეგ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.