რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერი დიმიტრი პესკოვი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოსთან და უკრაინასთან არსებული ურთიერთობის გამო. საქმე ეხება თბილისისა და კიევის ოფიციალური პირების გამარჯვების აღლუმზე მიწვევის საკითხს.
სამწუხაროა, რომ ამ ქვეყნებთან დიალოგის დინამიკის პოზიტიური განვითრება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ეს დინამიკა კი, სახელმწიფოს მეთურების მიერ აღებული ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის შესრულებაზეა დამოკიდებული, - აცხადებს დიმიტრი პესკოვი.