იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო თამარ კორძაიას მიერ გაყალბებული პირადობის მოწმობების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს და ბრალდებას ცრუს უწოდებს.
სააგენტოს განმარტებით, მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემითაა შეყვანილი. უწყების ინფორმაციით, მან 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - ჯიქური.
"გვარის შეცვლა განხორციელდა 14 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ. იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული.
აქვე განვმარტავთ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა", - წერია უწყების განცხადებაში.
ამავე თემაზე: