გააძევეს "დროას" 2 დამკვირვებელი, უბნის შიგნით მობილიზდა კრიმინალური პოლიცია - გლდანში კუჭაშვილი გამოჩნდა

გამოქვეყნდა:

"დროას" წევრი თამარ კაკაბაძე გლდანის 84-ე საარჩევნო უბნიდან ინფორმაციას და ვიდეომასალას ავრცელებს და წერს, რომ "ოცნების" აქტივისტებმა პროვოკაცია მოაწყვეს, ოპოზიციის  2 დამკვირვებელი გააძევეს და ახლა უბანზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული:

"პროვოკატორების და სუსის შპანის, შაკო კუჭაშვილის და ოთო რაჭველიშვილის პროვოკაცია გლდანის 84-ე უბანზე. გააძევეს ჩვენი 2 დამკვირვებელი და ახლა უბნის შიგნით მობილიზდა კრიმინალური პოლიცია. გახსენებთ, ეს ის უბანია, სადაც დიდი სხვაობით აგებენ ქოცები ყოველთვის" წერს თამარ კაკაბაძე

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი