დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციას შორის - რა ხდება ნიუ იორკში

გამოქვეყნდა:

ნიუ იორკში, თაიმ სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ 300 ადამიანი დაკავა. დაკავებულთა შორისაა ნიუ იორკის მერის ქალიშვილიც. შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, დარბეულია ათობით მაღაზია. ორი მოქალაქე ემსხვერპლა შეტაკებებს აიოვას შტატში.

მომიტინგეები აცხადებენ, რომ ეს არის რასიზმის წინააღმდეგ დაწყებული აქცია. ისინი ამბობენ, რომ არსებულ ფაქტს ვერ შეეგუებიან.

მიმდინარე მოვლენებს მწვავედ აფასებს ნიუ იორკის შტაბის გუბერნატორი. ენდიუ ჰუომოს თქმით, დონალდ ტრამპი პროტესტის აგრესიულ ფორმაზე საუბრობს და არა იმაზე, რომ პოლიციამ ადამიანი მოკლა.

ადამიანებს ჯერ კიდევ ვეუბნებით, თუ როგორი კარგები ვართ, როგორ ვიცავთ მათ სიცოცხლეს და როგორი მაღალი სტანდარტები გვაქვს. თუმცა სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანების კანის ფერის გამო დისკრიმინაცია ამ დრომდე გრძელდება. არეულობა გამოსავალი არ არის, საკუთარი სახლის დაწვა და დარბევა გამოსავალი არ არის, - აცხადებს ენდრიუ ჰუომო.

შეერთებულ შტატებში აქციები უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, ზოგიერთ შტატში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

შეგახსენებთ, რომ აქციის მიზეზი რასიზმის ნიადაგზე პოლიციის ოფიცრის მიერ 46 წლის მოქალაქის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი