გამომძიებლები,ექსპერტ-კრიმინალისტები და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები საზაფხულო ფორმების გარეშე დარჩნენ. მოკლემკლავიანი მაისურები წლის ყველაზე ცხელ პერიოდში და კეპები სამართალდამცველებისთვის აუცილებელი სამოსია, თუმცა გომელაურის უწყებამ ამ ყველაფრის შეძენა უკვე მეექვსე თვეა ვერ მოახერხა.
კომპანია "ბენნი", რომელმაც 19 თებერვალს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, 28 მაისს ნიმუშში ხარვეზის გამო დისკვალიფიცირებულად გამოაცხადეს და ტენდერი ჩაშალეს. მეორე დღესვე კი ისევ იმავეს კომპანიას ხელშეკრულება პირდაპირი მიყიდვის წესით უფრო დაბალ ფასად გაუფორმეს.
თუმცა, კომპანია "ბენნში" ამბობენ, რომ ფორმების შეკერვის შესახებ შეკვეთა არ მიუღიათ. სამოქალაქო სექტორში ეს გაუგებრობა არ უკვირთ - ექსპერტები ამბობენ, რომ პოლიცია უფორმოდ არ დარჩება, მაგრამ კორუფცია შინაგან საქმეთა სამინისტროში თუნდაც ამ ფაქტით დასტურდება.
როდემდე მოუწევთ ძალოვანებს ძველი მაისურების ჩაცმა და ახლის ლოდინი, უცნობია.