"გამოძიება დაწყებულია" - შსს-მ ამ დრომდე ვერ დაადგინა პირის ვინაობა, რომელმაც ნიკა მელიას ხელი დაარტყა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისნის 62-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, გამოძიება დაიწყო. 

უწყების განცხადების მიხედვით, ამ დრომდე დაუდგენელია იმ პირის ვინაობა, რომელმაც ნიკა მელიას ხელი სამართალდამცველების თანდასწრებით დაარტყა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ისნის 62-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ისნის 62-ე საარჩევნო უბანზე, სადაც შეკრებილი იყვანენ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია მხარდამჭერებთან და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

საარჩევნო უბანზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება რა დროსაც ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ნიკანორ მელიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

ვაზისუბნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი