მიშა, შენმა შიმშილობამ დიდი გავლენა მოახდინა ამომრჩევლის მობილიზაციაზე... დროა, შეწყვიტო პროტესტის ეს ფორმა... | ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვა შვილს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი Facebook-ზე შვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიმართავს და წერს, რომ მისმა შიმშილობამ ამომრჩევლის მობილიზებაზე დიდი გავლენა მოახდინა, რაც შედეგებზეც აისახა.

ნიკოლოზ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს და ძალები მოიკრიფოს.

"მიშა მე ვთვლი რომ შენმა შიმშილობის 30 დღიანმა უმაგალითო პროტესტმა დიდი გავლენა მოახდინა ამომრჩევლის მობილიზაციაზე, რაც შედეგზე დადებითად აისახა. დროა შეწყვიტო პროტესტის ეს ფორმა და ძალები მოიკრიფო. ხალხს გვერდზე დგომა სჭირდება",-წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი უკვე 30-ე დღეა საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი