სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა ძირს უთხრის დემოკრატიზაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს - კონგრესმენი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს კონგრესმენი ბრედ შერმანი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაცხადებას ავრცელებს.

შერმანი განცხადებაში აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. 

"ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, რაც მის დაკავებას მოჰყვა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მის დაუსწრებლად ნასამართლობის შესახებ ბრალდებებზე, რომლებიც აღქმულია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოში პოლიტიკური ბზარების გაღრმავებას და ძირს უთხრის დემოკრატიზაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს. 

საგანგაშო ტენდენცია, ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავების, მათ შორის ბატონი სააკაშვილისა და მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას, არ არის გზა საქართველოსთვის, რომ გააგრძელოს თავისი მნიშვნელოვანი დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური ტრაექტორია.

როგორც საგარეო ურთიერთობის კომიტეტის უფროსი წევრი, მოვუწოდებ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას რომ დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამის ზომებს, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, მისი ჰოსპიტალში გადაყვანით, სადაც შესაძლებელი იქნება კრიტიკულ სიტუაციაში მისი მკურნალობა.

მიხეილ სააკაშვილისთვის შეუზღუდავი სამედიცინო მომსახურების გარანტირება, და, მისთვის ადვოკატთა გუნდთან ხელმისაწვდომობა არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის რომ აღდგეს ქართველი ხალხის ნდობა და საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატოულ გზას, - წერს კონგრესმენი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი