"მთავარი არხის" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დღეს სახალხო დამცველი მოინახულებს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დღეს სახალხო დამცველი მოინახულებს, თუმცა უცნობია კონკრეტული დრო, როდის შევა ნინო ლომჯარია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში.

მანამდე კი მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პროტესტის უმძიმესი ფორმა, შიმშილობა უკვე ერთი თვეა გრძელდება. მან 1 ოქტომბერს, დაკავებისთანავე დაიწყო.

მასთან დღეს პირადი ექიმიც, ნიკოლოზ ყიფშიძეც შევა და ამის შემდეგ გახდება ცნობილი კონკრეტულად რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა. მანამდე კი მედიკოსები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ის უკვე უნდა იყოს გადაყვანილი საავადმყოფოში, ოღონდ არა ციხის, რადგან იქ არსებული პირობები არ შეესაბამება იმ მდგომარეობას, რომელშიც მოშიმშილე პრეზიდენტი შეიძლება აღმოჩნდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი