ოპოზიცია სამოქმედო გეგმას დღეს, 7 საათზე რუსთაველის გამზირზე გაახმოვანებს - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციის ლიდერმა, ნიკა მელიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა:
გელოდებით დღეს საღამოს 7 საათზე პარლამენტის ტერიტორიაზე, რათა ამ გეგმის თაობაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ და არავის არ ჰქონდეს ილუზია, რომ გაყალბებული, მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს, მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილს შერჩება - განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, "გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო" და არავინ აპირებს არსებულ მდგომარეობას შეეგუოს