"ოცნება" მორიგი თაღლითობისთვის ემზადება - პარტია დამოუკიდებელი დეპუტატების დახმარებით, პოლიტპატიმრების ციხეში დატოვებას აპირებს 

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" მორიგი თაღლითობისთვის ემზადება - მმართველმა პარტიამ, შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებები დამოუკიდებელი დეპუტატების დახმარებით გაიტანოს და 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, პოლიტპატიმრები ციხეში დატოვოს.

ამ გეგმის არსებობაზე ბევრი ფაქტორი მიანიშნებს. კონსულტაციები ყოფილ თანაგუნდელებთან, ხმების რაოდენობის გამუდმებული თვლა პარლამენტში და უმრავლესობის ლიდერების განცხადებები, რომ "ქართული ოცნება" ცვლილებების გარეშეც გაიმარჯვებს. 

საკონსტიტუციო ცვლილებები არა ოპოზიციას არამედ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს სჭირდება - პოლიტიკურ ბრალდებებს საპარლამენტო ოპოზიცია ბრალდებებითვე პასუხობს და ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების ჩაგდებაში ადანაშაულებს. საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო სახალხო განხილვა დისტანციურად, სატელევიზიო ეთერის საშუალებით 4 ივნისს გაიმართება, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არც განხილვებში და არც შემდგომ უკვე საპარლამენტო პროცედურებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს მანამ,სანამ გიორგი რურუა ციხეში რჩება.

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 9 წევრისგან შედგება. მათ შორის არიან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ყველა ფრაქციის წარმომადგენლები. სახალხო განხილვების შემდეგ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. 21 ივნისს ჩანიშნულ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულ საარჩევნო მოდელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი