მთავრობის კანცელარიის მსგავსად, სპეცრაზმია მობილიზებული პარლამენტის ეზოშიც. ოპოზიციის მიერ
დაანონსებულ აქციამდე სამი საათით ადრე კი ძალოვანმა უწყებამ სრული მობილიზაცია გამოაცხადა.
ხელკეტებითა და სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი რამდენიმე ასეული სამართალდამცველი ყვითელი ავტობუსებით პარლამენტის ეზოში შეიყვანეს. საკანონმდებლო ორგანოს მთელი პერიმეტრი ახლა განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი.
ადგილიზე ასევე მობილიზებულია კრიმინალური და საპატრულო პოლიცია. დაკეტილია შენობის შესასვლელები.