შეერთებულ შტატებში მდგომარეობა უკიდურესად იძაბება. 46 წლის მოქალაქის რასისტულ ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას, მოსახლეობა ამ დრომდე აპროტესტებს. რამდენიმე შტატში, საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა. ვაშინგტონსა და ნიუ იორკის შტატებში, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ათობით ადამიანი მძიმედ დაშავდა. სამართალდამცველებმა 300-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ხელისუფლების პოზიცია გააპროტესტეს თეთრ სახლთანაც, სადაც პოლიციის 500-ზე მეტი თანამშრომელია მობილიზებული.