
"მართლმსაჯულების სისტემა არ არის შურისძიება.... შურისძიებას არ იმსახურებს არავინ, მითუმეტეს, პრეზიდენტი" - ასე გამოეხმაურა პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას. ელენე ხოშტარიას თქმით, სირცხვილია ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილის გარშემო ხდება.
მინდა მივმართო მიხეილ სააკაშვილს და ხაზი გავუსვა, რომ ის, რაც ხდება მის გარშემო, ყველა თვალსაზრისით, ადამიანური, სამართლებრივი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არის დიდი სირცხვილი ამ ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, არ ვჭამოთ სირცხვილი და მის ჯანმრთელობას არ მიადგეს ზიანი და გამოვიყვანოთ იქიდან... მართლმსაჯულების სისტემა არ არის შურისძიება, მართლმსაჯულების სისტემის წინაშე ყველა თანასწორი ვართ, მაგრამ შურისძიებას არ იმსახურებს არავი, მით უმეტეს, პრეზიდენტი, - თქვა ელენე ხოშტარამ.
ცნობისთვის, უკვე 31-ე დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. "ოცნების" ხელისუფლებამ ის 1 ოქტომბერს დააკავა.