2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლებამ ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეწოლის სრული არსენალი გამოიყენა - ბევრად უფრო მეტად, ვიდრე პირველ ტურზე, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო.
როდესაც "ოცნებამ" აღმოაჩინა, რომ ქვეყნის ძირითად ქალაქებში ოპოზიციურმა კანდიდატებმა გაასწრეს, ის აუცილებლად სრულ მობილიზაციას გამოაცხადებდა, როგორც ეს 2018 წელს მოხდა, საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ამიტომაც, ისევ ინტენსიურად გავხდით მოწმე საარჩევნო უბნების სიახლოვეს შეკრებილი ძველი ბიჭების, ზოგჯერ ღიად, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ერთად. ვნახეთ სიებით და მოსასყიდი ფულით შეიარაღებული კოორდინატორების, კარუსელები, აგრესია და თავდასხმები.