ტოკიოს მეტროში კაცი მოქალაქეებს თავს დაესხა | დაშავდა სულ მცირე 17 პირი

გამოქვეყნდა:

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, მეტროში დანით თავდასხმისა და ცეცხლის გაჩენის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. ადგილობრივი მედიის თანახმად, ის ჰელოუნის კოსტიუმში იყო გამოწყობილი.

ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, როგორ გარბიან მოქალაქეები ადგილიდან და როგორ ძვრებიან მეტროს ფანჯრებიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი