"ქართული ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ კანონის ფარგლებში აქციების გამართვა დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ საზოგადოება "ოპოზიციის გაბუტვით და ქუჩაში სირბილით დაიღალა".
ასე შეაფასა მან ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ კვირაში რამდენიმე ქალაქში აქციებს მოიცავს.
"საზოგადოება ძალიან დაიღალა ოპოზიციის ასეთი სიჯიუტით და გამოხტომებით, რომ რამდენჯერაც წააგებს არჩევნებს, რამდენჯერაც საერთაშორისო პარტნიორები იტყვიან, რომ ლეგიტიმურია ეს არჩევნები და საზოგადოებაც ლეგიტიმაციას მისცემს არჩევნებს და წააგებენ, ამის მერე გამოდიან ქუჩაში, გაბუტულები დარბიან და აწყობენ დესტრუქციას და ა.შ. მობეზრდა საზოგადოებას ეს ყველაფერი", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
"ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციაზე კითხვები არ არსებობს და ოპოზიცია მეორე ტურში მარცხს უნდა შეეგუოს.
ამავე თემაზე: