"ბოცას მონა", "ქურდი ხარ" - ქუთაისის მერიასთან ხმაური და დაპირისპირებაა

გამოქვეყნდა:

"თავისუფლება მიშას" - სარფიდან დაძრული აქტივისტები, რომლებიც ფეხით რუსთავის ციხესთან ჩასვლას აპირებენ ქუთაისში გაჩერდნენ. ისინი მერიის შენობის წინ სტენსილის გაკეთებას აპირებდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.

ადგილზე მყოფმა პირმა, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიციელია, მონაწილეებს ბანერი წაართვა.

"მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პატიმარი და მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს რუსთავის რუსული ციხე", - თქვა აქციის მონაწილემ. 

შემთხვევას ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი