დაპირისპირება ყარაჯალაში - მხარეები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და შერიგებისთვის ემზადებიან 

გამოქვეყნდა:

სოფელ ყარაჯალაში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მონაწილე მხარეები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ.

მათი ინფორმაციით, კონფლიქტი ამოწურულია და მხარეები შერიგებისთვის ემზადებიან.

სოფელ ყარაჯალას დეპუტატი, ზურაბ მუსაევი ირწმუნება, რომ მიზეზი ერთ- ერთმა პირის მხრიდან მეორისათვის ნასროლი სასმლის ბოთლი გახდა, რაც მხარემ შეურაცხყოფად მიიღო. სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

შეგახსენებთ, კონფლიქტი სოფელ ყარაჯალაში გუშინ, გვიან ღამით, მოხდა. ორი დაპირისპირებული მხარის ჩხუბში ადგილზე გამოძახებული პოლიციაც ჩაერთო.

დაშავდა 4 პირი, რომლებიც ამ დრომდე თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რჩებიან. ერთ- ერთი ვერსიით კი თანასოფლელებს ჩხუბი არჩევნებზე გახარჯული თანხისა და საწვავის გამო მოხდა. 

ავტორი: ია გულიაშვილი 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი