დღეს რუსეთ-საქართველოს ომია და ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი სჭირდება ქვეყანას - ჩარკვიანი

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტთან რუსთავის ციხეში შესასვლელად ემზადება დეპუტატი თაკო ჩარკვიანი. მისი თქმით, ახლა რუსეთ-საქართველოს ომია და ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას ცოცხალი სჭირდება.

"მან თავის საქმე, როგორც ლიდერმა, თავად იცის, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ახლა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრძოლისთვის ზუსტად, რომელიც ახლა იწყება. მგონია, რომ თუ შეწყვეტდა შიმშილობას, ეს ძალიან წაადგებოდა იმ ბრძოლას სადაც ყველანი უნდა ვიყოთ ერთად, ეს არის რუსეთ საქართველოს ომი, დღეს რუსეთ საქართველოს ომია და ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რუსეთის მიერ დევნილი ცოცხალი სჭირდება ქვეყანას", - თქვა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 32-ე დღეა შიმშილობს. ამ წუთებში მას ნიკა გვარამია ხვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი