
კახა კალაძემ, რომელსაც ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე დაუსვეს კითხვა, აგრესია ისევ მათ წინააღმდეგ მიმართა და მოქალაქეების მიმართ ძალადობაში დაადანაშაულა - "რასაც თქვენ აკეთებთ ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ, ფსიქოლოგიურად ძალადობთ, ეს კატეგორიულად მიუღებელია" - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას
"ყველა შემთხვევის დროს მე, ჩემს თანაგუნდელებს, არასდროს ტაში არ დაგვიკრია ძალადობისთვის. ვინც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, ძალადობა ყველანაირად მიუღებელია, ყველანაირი ძალადობა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სამწუხაროდ, რასაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურად, აკეთებდით წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში. მე საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი განცდილი და წარმომიდგენია რიგით მოქალაქეებს რას უშვებით, როგორ აბულინგებთ...
მე, როგორც ამ ქალაქის მერი, პოლიტიკოსი, შეიძლება რაღაცებზე თვალი დავხუჭო, მაგრამ რასაც თქვენ აკეთებთ ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ, ფსიქოლოგიურად ძალადობთ, ეს კატეგორიულად მიუღებელია და მომდევნო წლების განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ ეს",- თქვა კახა კალაძემ.