"მთავარი არხის" ინფორმაციით, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მოკლული ჩინეთის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივებს მომხდარზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.
შსს-მ კი გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს დაკითხვები. დაჭრილი პიროვნება საავადმყოფოშია გადაყვანილი.