მკვლელობა თბილისში - ახვლედიანის ქუჩის 18 ნომერში, "მასაჟის ცენტრში" ჩინეთის მოქალაქე ქალი მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი პირი. 

არსებული ინფორმაციით, მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ამოღებულია მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

"ძალიან დაუცველად ვგრძნობთ თავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუშინ მოხდა, ერთმა პირმა ყელი გამოჭრა ერთ ჩვენ კოლეგას, მეორე კოლეგა კი დაჭრა. პოლიცია მთელი ღამე მუშაობდა, მაგრამ როგორც ვიცი არავინ დაუკავებიათ. ძალიან გვეშინია და არ ვიცით როგორ შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას", - ამბობს იმავე ცენტრის თანამშრომელი. 

მათთვის უცნობია რას მოჰყვა დაპირისპირება.

დეტალები მთავარის 15 საათიან გამოშვებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი