
BBC-ის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ესპანეთში, ქალაქ ონდაში, სადაც ფესტივალი Fira de Onda ტარდებოდა, ხარმა 55 წლის კაცი მოკლა. ცნობილი ხდება, რომ ხარი მას თავს რამდენჯერმე დაესხა, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი ის გარდაიცვალა.
ინციდენტის შემდეგ, ქალაქის მუნიციპალურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ფესტივალზე გაუქმდეს ხარების რბოლის ნაწილი, თუმცა, სხვა ღონისძიებები კვლავ ძალაში რჩება.