
"ქართული ოცნების" საყურადღებოდ - ცუდ მდგომარეობაში ხართ, იფიქრეთ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ შეირყეს" - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი საუბრობს, რომელმაც რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მოინახულა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, თუმცა არცერთი წამით არ ჩერდება და მუშაობს, როგორც ლიდერი და პრეზიდენტი.
ჰაბიტუსით მიხვდებით, რომ დასუსტებულია ადამიანი, მარტო ფიზიკურად, წონით არა. იგრძნობთ, რომ სუსტადაა. არცერთი წამით არ ჩერდება. მუშაობს ისე, როგორც ლიდერი და პრეზიდენტი. აი, ეს მდგომარეობაა. ერთი განცხადება მინდა გავაკეთო "ქართული ოცნების" საყურადღებოდ. ცუდ მდგომარეობაში ხართ, იფიქრეთ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ შეირყეს. ეს ადამიანი გახლავთ რუსეთის პატიმარი, პირადი პატიმარი გახლავთ პუტინის, - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 32-ე დღეა შიმშილობს. "ოცნების" ხლეისუფლებამ ის 1 ოქტომბერს დააკავა.