ერთ-ერთ უბანზე ნიკა მელიას 7 ხმა გაუუქმეს - გადათვლა ვაზისუბანში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

​​ვაზისუბანში სამი უბნის გადათვლა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, დარჩენილ უბნების გადათვლა კი ცოტა ხანში დაიწყება. სულ 7 უბანზე უნდა გადაითვალონ ბიულეტენები.

პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ერთ-ერთ უბანზე ნიკა მელიას 7 ხმა გაუუქმეს. ოპოზიციის დამკვირვებელი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

"უნდათ, რომ, თუნდაც 3, 4, 7, 8 9 ხმით შეცვალონ მონაცემები და გადაიტანონ ისინი ბათილ ბიულეტენში. აუცილებლად გავასაჩივრებთ" - ამბობს ოპოზიციის დამკვირვებელი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი