
ხმაურია ამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სადაც ემიგრანტები საპროტესტო აქციას მართავენ. ცნობილი ხდება, რომ დაკავებულია ორი პირი, მათ შორის ერთი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, პაატა აბჟანდაძეა. სამართალდამცველებმა მათ კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ემიგრანტები და გაბრაზებული რიგითი მოქალაქეები მოპარული არჩევნების შედეგებსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, პერმანენტული აქციებით ისინი მაქსიმალურ დისკომფორტს შეუქმნიან მმართველ გუნდს, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.
ავტორი: საბა ბუაძე