
ილონ მასკი მზადაა Tesla-ს აქციები გაყიდოს და თანხა მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრას მოახმაროს. ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა, დევიდ ბიზლმა მას ქველმოქმედებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მსოფლიოში შიმშილობის აღმოსაფხვრელად მასკის ქონების 2%-ია საკმარისი.
თუ აღწერენ, როგორ მოაგვარებენ 6 მილიარდი დოლარით შიმშილის პრობლემას, მზად ვარ „ტესლას“ აქციები გავყიდო, მაგრამ ხარჯთაღრიცხვა გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა საზოგადოებამ ნახოს, რაში დაიხარჯება ფული - წერს მასკი twitter-ზე